Friday, July 19, 2013

გავუფრთხილდეთ ქართულ ენას.

                                                     პ რ ო ე ქტ ი
1.პროექტის სახელწოდება: ,, გავუფრთხილდეთ ქართულ ენას .“
2.პროექტის მიზანი:  ,, დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისაგან.“ ადგილობრივ მოსახლეობაში დამკვიდრებული ბარბარიზმების შეგროვება.
3.პროექტის აქტუალობა:   ჩვენი მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი დღეს ყველას ერთნაირად აღელვებს, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ლექსიკის გაუმჯობესება.
4.პროექტის მთავარი იდეამოსწავლეები თვითონ მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა  ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ,, თუ შენ არ დააფასე არც სხვა დაგაფასებსო“, ამიტომ ყველა ჭერმარიტმა ქართველმა უნდა იზრუნოს ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე. ენის განვითარება პირველ რიგში ლექსიკაში აისახება. 1978 წლის 14 აპრილს მთელი საქართველო აღდგა ენის დასაცავად, ხოლო ეს დგე გამოცხადდა ქართული ენის დგედ და ამ დგიდან დაიწყო  ბრძოლა ბარბარიზმების წინააღმდეგ.
5.პროექტის მსვლელობა:  პროექტის განხორციელების მიზნით შედგა მოსწავლეების სამოქმედო ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით.
     პროექტის ფარგლებში მოვაწყობთ  გასვლით   აქციას  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გავაკრავთ პლაკატებს   წარწერით: ,, დავიცვათ ენის სიწმინდე“, ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე.“ სკოლაში დავდგავთ   საჯარიმო ყულაბას   წარწერით ,,გაუფრთხილდი მშობლიურ ენას“
6. პროექტის  აქტივობა:1.ინფორმაციის მოპოვება -დამუშავება. 1-ლი ჯგუფი. 2. ადამიანთა მეტყველებაზე  დაკვირვება ტრანსპორტში. მე-ჯგუფი. საჯარიმო ყულაბის დადგმა. 4. იმ მოსწავლეთა დაჯილდოვება, რომლებიც ბარბარიზმეს არ გამოიყენებენ  პროექტის განმავლობაში.5. დედა ენის დგისადმი მიძღვნილი საღამო.
7.მოსწავლეთა ასაკი: 14-დან 16 წლამდე.
8.პროექტის ვადა: 3 კვირა.
9.რესურსები:  საწერი კალამი, ფურცელი, კომპიუტერი, ბუკლეტები, პლაკატები, საჯარიმო ყულაბა.
10.კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან :   მოსწავლეებს აქვთ ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების უნარი;  მოსწქვლეებს აქვთ პრეზენტაციის უნარი;  მოსწავლეებს სეუძლიათ ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  მაკა გოგიშვილი.
12.:   ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა:  makagogishvilidagi@gmail.com.